პროკურატურა - ყველა მასალა, რაც საჯარო გახდა მედიით, თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებს დაერთვება

ყველა მასალა, რაც საჯარო გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებით, დაერთვება ქალაქ თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსი“ საგამოძიებო უწყებისგან დაინტერესდა, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, დაიწყება თუ არა მის მიერ მოყვანილ ფაქტებზე გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ყოფილი პრემიერი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას 4 მილიონს სთხოვდა. მისივე თქმით, ამ შეხვედრას თავად ბიძინა ივანიშვილის გარდა, შს მინისტრი გიორგი გახარია და სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ.

ამასთან, ოქუაშვილი ინტერვიუში, გიორგი გახარიასა და ვანო ჩხარტიშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ივანიშვილის დამხმარეები იყვნენ. მისი თქმით, „პირველი ხაზი ივანიშვილთან არის უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი გახარია, ლევანი ყიფიანი მეორე ხაზზეა, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი მესამე“. ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასაც სთხოვდა.

როგორც ზაზა ოქუაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, მოლაპარაკებებს მასთან ბიძინა ივანიშვილის სახელით ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აწარმოებდა, რომელიც დამატებით 4 მილიონს სთხოვდა, ამ შეხვედრის შემდეგ კი, ლევან ყიფიანი მოსალაპარაკებლად გიორგი კვირიკაშვილთან წავიდა.

მისივე თქმით, ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი გიორგი კვირიკაშვილთან მისვლის გამო დასაჯა და სარდაფში ჩააგდო, სადაც მასზე შეურაცხყოფა სცადეს.

გიორგი გობრონიძე - საქართველომ აიღო ახალ პარტნიორ ჩინეთთან ვალდებულებები, ამიტომაც დღეს ქვეყანა გადის ერთგვარ დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე და ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ უფსკრულში გადაიჩეხოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.12.2024
კახა ოქრიაშვილი - თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას!
გუდაურის აბონემენტების შესაძენად მობილური აპლიკაცია SKIPASS შეიქმნა
ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს
GM PHARMA – შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის GMP სერტიფიცირების გავლაა
იაპონური სოციალური გავლენის ინვესტორი Gojo & Company, Inc. კრედო ბანკის აქციონერი გახდა