საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა სამხარაძე ხელმძღვანელობს

საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა სამხარაძე ხელმძღვანელობს.

სამხარაძე „ქართული ოცნების“ მთავრობაში გუბერნატორი იყო - ჯერ შიდა ქართლის, ხოლო შემდეგ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ამასთან, ის „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც იყრიდა კენჭს.

როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად არ მონაწილეობს და მას პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი წარდგენილი არ ჰყავს. ამასთან, სახელისუფლო პარტიამ არჩევნებში მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით არის რეგისტრირებული და ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსი აქვს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის