სოხუმის დაცემის დღე  ომში დაღუპული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მემორიალთან აღინიშნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღიდან 25 წლისთავი აფხაზეთის ომში ბრძოლის ველზე დაცემულ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების: გიორგი მიროტაძის, ილია მელაძის, ვასილ კილაძის, ნიკოლოზ ღიბრაძის და რევაზ მუმლაძის ხსოვნის მემორიალთან აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თსსუ-ის სტუდენტები, აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტების მშობლები და თსსუ–ის კურსდამთავრებულები - აფხაზეთის ომის ვეტერანები.

„წელსაც, ტრადიციულად, 27 სექტემბერს, ჩვენ ვხვდებით მემორიალთან, რომელიც აღმართულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, დაღუპული გმირების სახელების უკდავსაყოფად. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავიხსენოთ ის დღე, რომელმაც არა მარტო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაასვა დაღი, არამედ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს დაუტოვა მოუშუშებელი იარა. ეს იყო ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ულამაზესი კუთხის აფხაზეთის საქართველოდან სამუდამოდ ჩამოშორების მცდელობასთან, 13 თვიანი და 13 დღიანი - რუსეთის მიერ თავსმოხვეული ომის შედეგად, დაეცა სოხუმი... უნდა გავიაზროთ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ვინ არის ჩვენი მტერი, მკვეთრად უნდა დავაფიქსიროთ, რომ იგი ოკუპანტია და ამ ოკუპაციას დღესაც აგრძელებს! უნდა ვიზრუნოთ ურთიერთობის განვითარებაზე და საერთო ინიციატივების განხორციელებაზე აფხაზებთან ერთად. მათ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ქართული სახელმწიფოს სიკეთეებით, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამებით, ვიზალიბერალიზაციით და სხვა მრავალი შესაძლებლობით“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ თავის მიმართვაში.

საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე, თსსუ–ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ გონგაძემ. თსსუ–ის კურსდამთავრებულმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა ზურაბ ლეშკაშელმა და თსსუ–ის კურსდამთავრებულმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, სამხედრო ექიმმა ლაშა ქოიავამ, რომლებმაც გაიხსენეს აფხაზეთში მებრძოლი სტუდენტების თავგანწირვის და გმირობის მაგალითები და გააცნეს ისინი შთამომავალ სტუდენტებს.

დამსწრე საზოგადოებას დიდი მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის, ომში დაღუპული ერთ-ერთი გმირის - თსსუ-ის ყოფილი სტუდენტის - ნიკოლოზ ღიბრაძის დედამ, ნანა ბეგიშვილმა.

„სოხუმის დაცემიდან გასული 25 წელი, მძიმე წლებია თითოეული მშობლისთვის, რომლის შვილიც ომში დაიღუპა, თუმცა ჩვენ ვართ ამაყები, რომ დღეს საზოგადოებას ისინი ახსოვთ და გმირებად მოიხსენებენ. მადლობა მინდა გადავუხადო თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, რომ ჩვენი შვილების სახელების უკვდავსაყოფად უნივერსიტეტის ეზოში აღმართულია ობელისკი და ეს მისი დამსახურებაა“, - განაცხადა ნანა ბეგიაშვილმა.

ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
მირიან მირიანაშვილი - ცოტა ხანში რუსეთის დასუსტების პოლიტიკური ფორმულა იმდენად თვალსაჩინო იქნება, რომ მთლიანად შეცვლის ქართული პოლიტიკური ელიტის მოქმედების ალგორითმს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.09.2024
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის