ყველაზე დიდი კითხვის ნიშანია, თუ მათ აინტერესებდათ „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი მონაწილეობა, შემდგომი მონაცემები რისთვის სჭირდებათ?!, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „პალიტრამედია“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „კოლორპაკის“ დირექტორმა, გიორგი ჟორჟოლიანმა განაცხადა. ჟორჟოლიანი იმედოვნებს, რომ პროკურატურა აღნიშნულ კითხვას უპასუხოდ არ დატოვებს.
„ყველაზე დიდი კითხვის ნიშანია, თუ მათ აინტერესებდათ „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი მონაწილეობა, შემდგომი მონაცემები რისთვის სჭირდებათ?! ლოგიკურად შეიძლება იყოს, სწავლობენ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, თუ რამდენად სწორად დაფინანსდა, მაგრამ ეს ბანკმა განსაზღვრა და ესეც არ არის სისხლის სამართლის თემა. 2016 წლის ბოლოს დამთავრდა ეს პროგრამა. თუ გვიპასუხებენ, რატომ ითხოვენ მონაცემებს 2018 წლამდე, მადლობელი დავრჩები“, - განაცხადა გიორგი ჟორჟოლიანმა.