ვანო მერაბიშვილის მოძღვარი - როგორ არ ვუშუამდგომლებ შეწყალებაზე? სიკვდილმისჯილი ხომ არ არის? თუ ავადმყოფობის გამო ციხეში მოკვდა, რა გამოვა?

როგორ არ ვუშუამდგომლებ ვანო მერაბიშვილს შეწყალებაზე, მაგრამ რა აზრი აქვს? არავითარი! - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა.

მეუფე ნიკოლოზის შეფასებით, მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და მისი გათავისუფლება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ამასთან, მიტროპოლიტის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს თავად არ აქვს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ის მოწამლეს, თუმცა მეუფე ნიკოლოზის თქმით, ჰორნერის სინდრომის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ინტოქსიკაციაა. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის თქმით, სწორედ ამიტომ გაჩნდა ვერსია მერაბიშვილის ინტოქსიკაციაზე.

„ამ სინდრომს აქვს გამომწვევი მიზეზი - ან სიმსივნური წარმონაქმნები ფილტვში, ხერხემალზე, ტვინში ან ინტოქსიკაცია. თვითონ არ აქვს ეჭვი, რომ მოწამლეს. ზოგადად ძალიან კარგად ექცევიან ციხეში, პატივს სცემენ. თავადაც ძალიან ღირსეულად იქცევა და ამდენი წელია ციხეში ზის და ერთი შენიშვნა არ აქვს მიღებული. ამას დაადასტურებს ციხის უფროსიც. მას ეხება დიდი ხანია უკვე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. 6-ჯერ ჩატარდა კომისია და არ უშვებენ. 1 წელი დარჩა მოსახდელი იმის მიხედვით, რაც მისჯილი აქვს. თუ ჰორნერის სინდრომის მძიმე დიაგნოზი დადასტურდა, ეს უკვე ისეთი დაავადებაა, რომელსაც თუ დროზე არ მიხედე, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს და ეს კაცი სიკვდილმისჯილი ხომ არ არის, ციხეში ხომ არ უნდა მოკვდეს?! ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია მისი უცხოეთში გამგზავრება, რათა დიაგნოზი დაუდგინდეს“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მერაბიშვილის სიცოცხლის დაცვაზე.

„მისი შეწყალება ხომ პოლიტიკური ნებაა. ის რეალურად არის პოლიტიკური პატიმარი, რადგან ევროსასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა და სულ 6 ადამიანია დედამიწაზე, ვისთან მიმართებაშიც ამ მუხლის დარღვევა დადგინდა. აქედან გამომდინარე, ის არის პოლიტიკური პატიმარი და მისი პატიმრობა არის პოლიტიკური ნება. როგორ არ ვუშუამდგომლებ შეწყალებაზე, მაგრამ რა აზრი აქვს? არავითარი! იმას კი არ ვამბობ, რომ ციხეში არ იჯდეს. ჩვენ ყველანი კანონმორჩილები ვართ და ჩვემი მთავრობის ნება, კანონის ფარგლებში უზენაესია, მაგრამ სიკვდილმისჯილი ხომ არ არის? სამუდამო პატიმრობა ხომ არ აქვს? თუ ის ამ ავადმყოფობის გამო ციხეში მოკვდა, რა გამოვიდა? ამიტომ უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ ამაზეც და ვინაიდან ქართული ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს დიაგნოზის დადგენას, ამიტომ აუცილებლად უნდა გაიგზავნოს უცხოეთში. იმისთვის, რომ გაიგზავნოს ალბათ, გათავისუფლებაა საჭირო“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მიბნისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

გიორგი ანთაძე - ევროკავშირის მხრიდან არ ველოდები წარსულის მცდელობების გამეორებას, თუ ეს მოხდა, ევროკავშირისათვის ეს ფატალური შეცდომა იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2024
ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი - გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასთან ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება
„ვენდისი“ Beyond Meat®-თან თანამშრომლობით, საქართველოში პირველად მომხმარებელს მცენარეული ხორცის ბურგერს შესთავაზებს
შალვა წაქაძე - „საზღვაო ხაზი ე 60“-ის პირველი წარმატებული სარკინიგზო რეისი ბულგარეთიდან საქართველოში, მათივე კუთვნილი ბორან „აია“-თი შესრულდა
სესხი თუ კაპიტალი? გადასახადის გადამხდელთა ახალი თავსატეხი
„არქიმ“ ახალი ელიტარული კომპლექსი „ლისი სანრაიზი“ წარადგინა
„არქი“ 2024-25 წლის სასკოლო ლიგის ოქროს სპონსორი გახდა
ყელის დაავადებები და რეკომენდებული მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში
სულ სხვა პარასკევი ალტაში: გამოიყენე წლის საუკეთესო დრო განახლებისთვის - სურვილების სია მზად გაქვს?
„ლინეიტის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია AmCham Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა