სირიის უსაფრთხოების ძალებმა 300-ზე მეტი ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ სირიის ომის მონიტორზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ფრანს-პრესის“ ცნობით, ხუთშაბათს, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ მებრძოლებთან შეტაკებების დაწყების შემდეგ, სირიის უსაფრთხოების ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა 311 ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 524 ადამიანს აღწევს, მათ შორის, 213 უსაფრთხოების ძალების წევრი და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი მებრძოლია.
შეტაკებების დაწყების შემდეგ სირიის დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს „ახალი სირიის გამოცდა სურთ“.